ვცდილობ, გადავარჩინო ჩემი შვილი - გიული ალასანია ევროკავშირის ელჩის მოადგილეს შეხვდა

25.05.22 14:22
ვცდილობ, გადავარჩინო ჩემი შვილი - გიული ალასანია ევროკავშირის ელჩის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია  ევროკავშირის ელჩის მოადგილეს მიაწოდა. 

შეხვედრიდან გიული ალასანია პოზიტიური მოლოდინით გამოვიდა და თქვა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა კარგად იციან სააკაშვილის საქმე და გართულებული ჯანმრთელობის შესახებაც აქვთ ინფორმაცია. 

ვცდილობ,  გადავარჩინო ჩემი შვილი. დავდივარ ყველგან, ვაღებ ყველა კარს, რომელიც იღება, ველაპარაკები, ვუხსნი ვითარებას და ყველა შეხვედრიდან ყოველთვის კმაყოფილი გამოვდივარ.  ამ ადამიანებმა საკმაოდ კარგად იციან რაც ხდება"-  თქვა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები