"ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას" - ექსპრემიერი ხელისუფლებას აფრთხილებს
იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, - ამის შესახებ პარტია "საქარათველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ქვეყნის მომავლით ვაჭრობას თავი უნდა დაანებონ და დარჩენილ 4 კვირაში ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას.
ირაკლი კობახიძე კი არა, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, საქართველომ ეს შესძლებლობა, ისტორიული შესაძლებლობა, რომ ხელიდან გაუშვას. მიღებული კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვინარჩუნებს ევროპულ პერპსექტივას და გვაძლევს შესაძლებლობას, იმ ცუდ მდგომარეობაში რომელშიც ვართ, გზა არ გეკეთება, გზა გვრჩება. კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება ნიშნავს იმას, რომ მეგობრებისგან მიტოვებული ქვეყანა, ერთი ერთზე დარჩენილი მტრის პირისპირ, მე არც მინდა ამის წარმოდგენა...ერთი რამე მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა ტრიუკებით თავს აარიდებს აი, ამ პასუხისმგებლობას, არ გამოვა... იმიტომ, რომ მე დ აუამრავ გონიერ ქრთველს კარგად ესმის დღეს რა პროცესია და რა წყდება, - თქვა გახარიამ.