დღევანდელი ხელისუფლება არის „პროთავისი“ - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ხელისფლება არც პრორუსული და არც პროევროპულია, ის "პროთავისია". მისი განმარტებით, მმართველი გუნდი მხოლოდ პირადი ინტერესით მოქმედებს და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველანაირ ფასს გადაიხდის.
ჩვენი უბედურება არის ის, რომ პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ პროქართული არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით, დღევანდელი ხელისუფლება არც პროევროპულია, არც პროამერიკული, არც პრორუსული. დღევანდელი ხელისუფლება არის „პროთავისი“. მათ ძალაუფლების შენარჩუნების, აი, ამ სავარძლებში ჯდომის და ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებთ და კომპეტენცია და ტვინი რა დონეზეც ჰყოფნით, იმით აკეთებენ ამას. ამიტომ ვთქვი მე, ყველაზე დიდი რისკი არის ის, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დრევანდელი ხელისუფლება მზად არის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი იმისთვის, რომ ძალაუფლება სეინარჩუნოს. ეს ძალიან დიდი რისკია ქვეყნისთვის, - თქვა გახარიამ.