ხელისუფლების ანტიდასავლური პროპაგანდა გრძელდება - "ოცნება" ყოფილ დიპლომატებს თავს ესხმის

25.05.22 15:47
ხელისუფლების ანტიდასავლური პროპაგანდა  გრძელდება - "ოცნება"  ყოფილ დიპლომატებს თავს ესხმის

ხელისუფლების ანტიდასავლური პროპაგანდა გრძელდება. "ქართული ოცნების" ლიდერების გაღიზიანება ამჯერად ყოფილი დიპლომატების მოსაზრებებმა გამოიწვია. საუბარია აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის და  სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის, წერილზე,  სადაც ავტორები წერენ, რომ ,,ქართული ოცნება" ქვეყნის  ევროატლანტიკურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ იან კელის "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი უწოდა. 

იან კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ლობისტები უკვე ძალიან დიდი ხანია. იან კელის ერთი რამე მინდა, შევახსენო, რომ მისი პოზიციაც იყო ძალიან პრობლემური თავის დროზე ,,რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით და მისმა პოზიციამაც, სამწუხაროდ, პიროვნებაზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი, გაუადვილა ნიკა გვარამიას, 7 მილიონით ,,რუსთავი 2 "გაეძარცვა. ეს არის ძალიან სამწუხარო. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მითუმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს გამომდინარე ამ პიროვნული პასუხიმსგებლობიდან, - თქვა კობახიძემ.

ყოფილი დიპლომატების ტონმა გააღიზიანა პარლამენტის სპიკერი გიორგი ვოლსკიც. 

იგი გვიმტკიცებს, რომ კონკრეტული დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და ადამიანთა დიდი ჯგუფის წამება და  განზრახ სიკვდილი, მათ შორის ციხეებში და არა მარტო ციხეებში, ეს არის ის, რაც გვაახლოებდა ევროპას. მისი მოსაზრება ეს არის. ეს მოსაზრება ერთ აბზაცში ძალიან მოკლედ გამოხატა კრამერმა, რაც აბსოლუტური აბსურდია თუ არა სისულელე, - თქვა ვოლსკიმ. 

 

მსგავსი სიახლეები