სამი დღის წინ კინაღამ ხელში ჩამაკვდა - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

25.05.22 15:31
 სამი დღის წინ კინაღამ ხელში ჩამაკვდა - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ექსპრეზიდენტის დედა 3 დღის წინ კლინიკა "ვივა მედში" მომხდარ ფაქტს იხსენებს, როცა, მისი თქმით, სააკაშვილი ცუდად გახდა. 

სამი დღის წინ ადამიანი კინაღამ ხელში ჩამაკვდა, არ ვიცი, რა მოუვიდა - წყალს სვამდა, თუმცა არ გადაცდენია. 4 წუთი ვერ ამოისუნთქა"- აცხადებს გიული ალასანია. 

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ელჩის მოადგილეს მიაწოდა. 

შეხვედრიდან გიული ალასანია პოზიტიური მოლოდინით გამოვიდა და თქვა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა კარგად იციან სააკაშვილის საქმე და გართულებული ჯანმრთელობის შესახებაც აქვთ ინფორმაცია. 

მსგავსი სიახლეები