აშშ-ს საელჩო კობახიძეს ბრალდებებს პასუხობს

25.05.22 16:38
აშშ-ს საელჩო კობახიძეს ბრალდებებს პასუხობს

აშშ-ს საელჩო საქართველოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ბრალდებებს პასუხობს.  

"30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან". - წერია განცახდებაში. 

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს გუშინ მოუწოდა, განცხადება გაევრცელებინა, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლეზე „სპეკულაციებს დაასრულებდა“. 

ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან ამორიცხა.
 

მსგავსი სიახლეები