იულონ გაგოშიძე ეროვნულ მუზეუმში არ შეუშვეს, სადაც ღვაწლმოსილი მეცნიერი 64 წელი მუშაობდა

25.05.22 17:21
იულონ გაგოშიძე ეროვნულ მუზეუმში არ შეუშვეს, სადაც ღვაწლმოსილი მეცნიერი 64 წელი მუშაობდა

შალვა ამირანაშვილის ეროვნულ მუზეუმშიცნობილი მეცნიერი იულონ გაგოშიძე არ შეუშვეს რომელიც იქ 64 წლის განმავლობაში მუშაობდა.იულონ გაგოშიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ეროვნული მუზეუმის საწყობად გადაკეთება სურს.

დაითხოვეს მუზეუმის 21 ახალგაზრდა თანამშრომელი.  ქვის ფონდი საერთოდ უპატრონოდ დატოვეს. მცველი ჰყავდა და ასისტენტი, ორივე გაუშვეს სამსახურიდან. როგორც ჩანს, მუზეუმი საწყობად უნდა გადააქციონ. - აცხადებს იულონ გაგოშიძე.


ეროვნულ მუზეუმთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ადგილზე თეა წულუკიანის რეპრესიებს აპროტესტებენ.

 

 

 

შენობის შიგნით კი მინისტრი გამოფენას ,,ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად მასპინძლობს, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული და სპეციალური საშვის გარეშე შენობაში არავის უშვებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები