"თქვენ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გინდოდეთ" - ოპოზიციის მწვავე გამოსვლები პარლამენტში

25.05.22 17:21
"თქვენ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გინდოდეთ" - ოპოზიციის მწვავე გამოსვლები პარლამენტში

დებატები პარლამენტში - ოპოზიციამ მმართველი პარტიას კიდევ ერთხელ შეახსენა რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიიღოს. ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარემ ყველა ის წინაპირობა ჩამოთვალა, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა გააკეთოს.

ნუ ერევიან ჩვენს საქმეებში, ნუ მფარველობენ კრიმინალებს, ვინც დგანან ქუჩაში, იმიტომ, რომ მათ, რეალურად, არ აღელვებთ ჩვენი ბედი. ვისი ციტატაა, ხომ არ იცით? ეს არის იანუკოვიჩის ციტატა, რომელიც ძალიან ჰგავს იმ სიტყვებს, რომელსაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე ძალიან ხშირად აჟღერებს. გირჩევთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ უახლოეს პერიოდში იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღობნ ის, რაც დაიმსახურეს მთელი ამ წლების განმავლობაში. მათ არ დაუმსახურებიათ ბიძინა ივანიშვილის და ევტუშენკოვისს საუბარი, არ დაუმსახურებიათ არაფორმალური მმართველობა. დაასრულეთ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდა, დაასრულეთ იმის თქმა, რომ რუსეთზე სანქციები არ მუშაობს, დაიწყეთ რეფორმები მართლმსაჯულების კუთხით, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები, - თქვა დეკანოიძემ.

"ქართულ ოცნებას" საკუტარი შეცდომები "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც შეახსენა. 

თქვენ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გინდოდეთ, აბსოლუტურად სხვაგვარად მოიქცეოდით. თქვენ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გინდოდეთ, არ დაესხმეოდით თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. თქვენ რომ ევროატლანტიკუირ ინტეგრაცია გინდოდეთ, 5-6 ივლისს ჟურნალისტებს არ დაამტვრევდით თავპირს თქვენს მიერ დაგეშილ ადამიანებს, არ დააკავებდით ნიკა გვარამიას, - თქვა ვაშაკიძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით დებატები იმართება. დებატების ინიციატორი "სტატეგია აღმაშენებლია". 

მსგავსი სიახლეები