"საშიში კაცია" - უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძეზე ნათქვამი ფრაზა გაიხსენა
პარტია "ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა, პოლიტიკური დებატების დროს ბიძინა ივანიშვილიც მოიკითხა და შეახსენა, რას ფიქრობდა ის თავის დროზე ირაკლი კობახიძეზე.
მოგესალმებით, ბატონო ბიძინა. როგორ ბრძანდებით? კარგად მახსოვს, გაოგნებული რომ იყავით, ეს რა საშიში კაცია, მგონიო. მეორე ირაკლიზე ამბობდა (კობახიძეზე) სამი საათი გამალებულ დებატებში ვსხედვართ მაგიდის გარშემო და სამი საათი შეუძლია, იყოს აბსოლუტურად ჩუმად და აბსოლუტურად უემოციო სახითო, საშიში კაცია ესო. ეხლა განსხვავება ისაა, რომ დღეს სამი საათი ლაპარაკობს ეს კაცი, ოღონდ იგივე კაცია და ყოველდღე იფრქვევა მარგალიტები..., - თქვა უსუფაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე მიშელის შეთანხმების გარშემო გაერთიანების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
რამდენჯერ მოვატყუეთ ეს ევროპელები, პროპორციული არჩევნები იქნება- აღარ იქნება, შეთანხმებას ხელის მოვაწერეთ - ახლა აღარ იქნება. მიშელის შეთანხმების გარშემო კვლავ შეკრებას იმიტომ გთავაზობთ, რომ ეს უკვე მოხდა ერთი წლის წინ. სამი თვე დახარჯა ამაზე ევროპამ. რა წერია იქ? საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე უნდა მივიყვანოთო - მივიყვანოთ! ერთად ვუთხრათ იმ ხალხს, რომ საქართველოს შენებაში ჩვენ ერთად ვართ, - თქვა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით დებატები იმართება. დებატების ინიციატორი "სტრატეგია აღმაშენებლია".