მესამე საათია, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი - კობახიძე დებატებზე
ოპოზიციამ საკუთარი თავი თავად გაყიდა, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტში ოპონენტების გამოსვლები. საუბარია დებატებზე, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმართება და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს ეხება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია უკვე მესამე საათია, პლენარულ სხოდმაზე ამტკიცებს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს.
ესენი ამტკიცებდნენ, ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ არ ახორციელებდნენ თურმე აგიტაციას კაბინეტებსა და დერეფნებში, იმიტომ, რომ ამაზე გვქონდა და გვაქვს ინფორმაცია. ახლა, 3 საათის განმავლობაში, რასაც ჩვენ ვამბობდით, ის დაამტკიცეს. პლენარულ სხდომათა დარბაზში, საქართველოს პარლამენტში უკვე მესამე საათია, ისინი ამტკიცებენ იმას, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.
თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, სად არიან ისინი და სად არის ხელისუფლება. ძალიან მარტივად გაეცა ამ ყველაფერს პასუხი, თვითონ გაყიდეს საკუთარი თავი, - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით დებატები იმართება. მისი ინიციატორი "სტრატეგია აღმაშენებლია".