სახელმწიფოებრიობისათვის არის კატასტროფა, რომ შემოგაკვდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი - თაკო ჩარკვიანი
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ხელისუფლებას აფრთხილებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი პირდაპირ ამობობს, რომ იმ ფონზე როდესაც ქვეყანას პოლიტპატიმარი პრეზიდენტი ჰყავს, ეს ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს.
ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის არის კატასტროფა, რომ შემოგაკვდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არც არავინ მიგიღებს და ვერ გახდები დასავლური ოჯახის წევრი, თუ პოლიტპატიმარი გყავს, მით უფრო იმ ტიპის პრეზიდენტი, როგორც სააკაშვილი იყო, რომელმაც გატყორცნა ქვეყანა დასავლური განვითარების ინსტიტუციების კუთხით. აი ამაზე გვქონდა საუბარი და მივაწოდეთ დასკვნა, რომ მძიმდება მისი მდგომარეობა". - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ელჩის მოადგილეს მიაწოდა. შეხვედრაზე თაკო ჩარკვიანიც იმყოფებოდა.
ამის პარალელურად ირკვევა, რომ გუშინ ღამე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გონება დაკარგა.