დღეს ეროვნული ზეიმის დღეა - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წელი გავიდა
დღეს ეროვნული ზეიმის დღეა - 104 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ქვეყანა ისტორიულ თარიღს აღნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება რუსთაველის გამზირზე უკვე იწყება. 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონში გაიმართება, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან.
26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს.
20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.