"საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას არ გამოვრიცხავთ" - სააკაშვილს ალტერნატიულ ექსპერტიზას მომავალ კვირას ჩაუტარებენ
მიხეილ სააკაშვილს ალტერნატიულ ექსპერტიზას მომავალ კვირას ჩაუტარებენ - "პირველების" ინფორმაციით, ორგანიზაცია "ემპათიამ" სხვადასხვა პროფილს ექიმისგან შემდგარი შვიდკაციანი ჯგუფი უკვე შეკრა.
"ტვ პირველებმა" გაარკვია ისიც, რომელი პროფილის ექიმები მიიღებენ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობას.
საუბარია, 2 ნევროლოგზე, ფსიქოლოგზე, ერთ ფსიქიატრზე, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი და რევმატოლოგი შევლენ მიხეილ სააკაშვილთან.
დამოუკიდებელი ექსპერტები იუსტიციის მინისტრს მოუწოდებენ, პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე გადადონ და პროცესს ხელი არ შეუშალონ.
ამასთან, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ კვლევებისთვის საერთაშორისო ექსპერტებიც მოიწვიონ.
რატი ბრეგაძეს და იუსტიციის სამინისტროს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებ ხელი არ შეუშალონ ექსპერტიზას, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა იქნება.გადადონ ემოციები და პოლიტიკური შეხედულებები გვერდზე. ცენტრი "ემპათია" თავისი შეხედულებებისა და საჭიროებებისამებრ მოიწვევს ექსპერტთა ჯგუფს. მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას არ გამოვრიცხავთ.
ექიმების ჩამონათვალი მათ უკვე წარდგენილი აქვთ და რატი ბრეგაძე ჩვენს წერილს თავხედურად არ პასუხობს"- განაცხადა ჯიშკარიანმა.