ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად - პრეზიდენტის გზავნილი

26.05.22 13:09
ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად - პრეზიდენტის გზავნილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხეზე საუბრობს და ამბობს, რომ ავტორიტარიზმის თავიდან ასაცილებლად ძალაუფლების დაბალანსება აუცილებელია.

ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება. 

ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა ადამიანის ცენტრად აღიარებას. ქართული კულტურის ქვაკუთედად მიიჩნეოდა ის, რაც ევროპისათვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა - შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. ამ ღირებულებების დაცვა, არც სხვისი ნაკარნახევი ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხე. ნუთუ, ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ეს ამ ქვეყანას და მის მომავალს ესაჭიროება?! ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს. ეს დაფქირება უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ"- განახხადა პრეზიდენტმა.