უკრაინა იცავს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ იცავს ჩვენს თავისუფლებას - პრეზიდენტი

26.05.22 13:32
უკრაინა იცავს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ იცავს ჩვენს თავისუფლებას - პრეზიდენტი

"უკრაინა დღეს იცავს არამხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას და დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას, იცავს ერთიან, ძლიერ თავისუფალ, ევროპულ მომავალს"-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცადა. 

პრეზიდენტი ამბობს, რომ "ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა".

უკრაინის ომი შუაგულ ევროპაში გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეში განვლილ ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება,

ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა. მათი სისხლით და ტანჯვით მიღწეული"- განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო: 

პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ესენი, ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა, თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული? ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას. იცავს რა, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, ევროპულ მომავალს"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები