გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილ - პენიტენციური სააკაშვილზე

26.05.22 15:15
გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები  ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილ - პენიტენციური სააკაშვილზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. რატი ბრეგაძის უწყების მტკიცებით, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი: 

"პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 სთ-ზე მ. სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ  გახდა შეუძლოდ  -„დაკარგა გონება“. 

მ.სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები - ნორმის ფარგლებშია.  დამატებით კონსულტირებული იყო  ნევროლოგის მიერ - მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები  ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში. 

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში  იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა  გეგმიური კვლევებიც და  მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე  ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა"- აცხადებენ უწყებაში. 


მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ინფორმაციით, 25 მაისს, კლინიკა ,,ვივამედში“ ღამის საათებში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გონება დაკარგა.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები