სოლიდარობა ნიკა გვარამიას - ჟურნალისტების აქცია რუსთავის ციხესთან
მთავარი არხის თანამშრომელები სტუდიებიდან გამოვიდნენ და რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ. ამ ფორმით ტელევიზიის გუნდი მხარდაჭერას უცხადებს არხის დამფუძნებელს.
რუსთავის საპტიმროსთან მივიდნენ სხვა კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგნლებიც, ვინც ფირობს, რომ ნიკა გვარამია ხელისუფლების მძევალია და ციხეში უკანონოდ ზის.
დღეს, ნიკას მეგობრები, აქ სიმბოლურად შევიკრიბეთ. რომ ერთ-ერთ უპირველეს ადამიანს, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის, მიულოცოთ დამოუკიდებლობის დღე. ვუსურვოთ თავისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ შემთხვევაში ნიკას თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ"- აცხადებს "მთავარი" არხის სახე, პაატა იაკობაშვილი.