ივანიშვილი კობახიძის პარტიიდან გაგდებას აპირებდა - თინა ხიდაშელის კომენტარი

26.05.22 17:19
ივანიშვილი კობახიძის პარტიიდან გაგდებას აპირებდა - თინა ხიდაშელის კომენტარი

ივანიშვილი ,,ოცნებაში" გენერალურ მდივნად დანიშვნიდან ერთ კვირაში ირაკლი კობახიძეს პარტიიდან გაგდებას უპირებდა  -თავდაცვის ყოფილი მინისტრი და კოალიცია ,,ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, თინა ხიდაშელი ,,პირველებთან" კობახიძის მძიმე დღეებს იხსენებს.

ღარიბაშვილი ითხოვდა მის გარიცხვას პარტიიდან, ივანიშვილი ამისთვის მზად იყო. უბრალოდ, მაშინ ივანიშვილს კითხვა დაუსვა დათომ (უსუფაშვილი), ერთი კვირის დანიშნული გყავს თანამდებობაზე და ამას როგორ აღიქვამს საზოგადოებაო. შემდეგ ეს პროცესი გადაიდო. ასე გადარჩა კობახიძე იმ მომენტში - იხსენებს თინა ხიდაშელი. 

 

მსგავსი სიახლეები