ივანიშვილმა რამდენიმე მინისტრს დაგვირეკა, რომ ღარიბაშვილი გაგავეჩერებინა - თინა ხიდაშელი
კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი წევრი და თავდაცვის ექს-მინისტრი ,,პირველებთან" განმარტავს, თუ რას შეეწირა ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობა.
თინა ხიდაშელი იხსნებს მთავრობის ერთ-ერთ სხდომას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წყობიდან ისე გამოვიდა ღარიბაშვილის ანტიდასავლურმა განცხადებების გამო, რომ ხიდაშელს დაურეკა და მის გაჩუმებას სთხოვდა.
ღარიბაშვილის გადადგომიდან ერთ-ერთი ბოლო მთავრობის სხდომა იყო, როცა მან სრული შეტევა განახორციელა დასავლელ პარტნიორებზე, ყველაზე ირგვლივ.
ვფიქრობ, რომ იმ მთავრობის სხდომიდან მარტო ჩემთან არ დარეკა ივანიშვილმა. რამდენიმე მინისტრს დაგვირეკა, რომ ის გაგვეჩერებინა. - ამბობს ხიდაშელი.
,,ტვ პირველმა" აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად პრემიერს მიმართა, რომელიც 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა, თუმცა ღარიბაშვილმა კითხვები უპასუხოდ დატოვა.