პარლამენტში დღეს პრემიერს და კიდევ 4 მინისტრს ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება

27.05.22 11:42
პარლამენტში დღეს პრემიერს და კიდევ 4 მინისტრს ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება

მინისტრების მძიმე დღე პარლამენტში - პოლიტიკური მმოვლენების ეპიცენტრი დღეს საკანონმდებლო ორგანო იქნება. ირაკლი ღარიბაშვილს და კიდევ სამ მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. მინისტრები "ქართულმა ოცნებამ" ინტერპელაციის წესით დაიბარა.

პრემიერ-მინისტრს, იუტიციის, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებს პასუხების გაცემა  ოპოზიციის მწვავე კითხვებზე მოუწევთ.  ხელისუფლების ოპონნეტებს მინისტრებისგან აინტრესებთ, რა კეთდება საართველოში  იმისთვის, რომ რუსეთმა ქვეყანა სანქციების გვერდის ავლისთვის  არ გამოიყენოს. გარდა ამისა, იქნება კითხვები ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებითაც. 

პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს პარტია "საქართველოსთვის". ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მინისტრები ინტერპელაციის წესით პარლამენტში განზრახ დაიბარა იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის განკუთვნილი დრო შემცირებულიყო და ოპოზიციას მისთვის ბევრი კითხვა ვერ დაესვა. 

მსგავსი სიახლეები