ახალი შესაძლო დაპირისპირება პრეზიდენტსა და "ოცნებას" შორის - ზურაბიშვილი ელექტორნულ არჩევნებზე გადასვლას ითხოვს

27.05.22 13:01
ახალი შესაძლო დაპირისპირება პრეზიდენტსა და "ოცნებას" შორის - ზურაბიშვილი ელექტორნულ არჩევნებზე გადასვლას ითხოვს

პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირების ახალი საფუძველი ჩნდება. სალომე ზურაბიშვილი ელექტორნულ არჩევნებზე გადასვლას ითხოვს. მილიონზე მეტი ემიგრანტის არჩევნებში გამარტივებული წესით მონაწილეობაზე ოპოზიციის შემდეგ პრეზიდენტი დიასპორის ფორუმზე ალაპარაკდა. ფორუმს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა,  თუმცა, როგორც ჩანს,   პრეზიდენტის ინიციტივა ირაკლი ღარიბაშვილისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი  აღმოჩნდა.  

სადამდე უნდა იყოს, ორმ ჩენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და მონაწილეობდნენ არჩევნებში რაღაცა ათასობით, აღარც მახსოვს ციფრი, იმდენად მცირე არის. დღეს არსებობს  ელექტრონული არჩევნებში მიღების საშუალებები. ჩვენს ქვეყანაშ ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ დროა, რომ გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზეს უცხოეთში მყოფ ქართველებს რომ მივცეთ საშუალება, რომ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა. ეს მემგონი, ასევე, მისცემს საშუალებას, რომ ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ და მაინც და მაინც ახლოს საელჩოებთან არ ცხოვრობდნენ, არ არის აუცილებელი, რომ გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია თავისი ყველა პრობლემებით. თან როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს დედაქალაქთან  რომელოიმე ქვეყანაში, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიუქრობ და ეს ალბათ პოლარიზაციასაც ცოტა ქვემოთ დაწევდა, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის მიერ ინიციატივაზე საუბრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ისიც დიასპორის წარმომადგენელი და "ქართული ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტია. 

ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ინიციტივაზე, იდეაზე, როემლიც ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს დიასპორის წარმოამდგენლების ჩართულობას ქართული პოლიტიკაში და მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ქალბატონი რპეზიდენტი, რომელიც არის ბრწყინვალე წარმომადგენელი დიასპორის, რომელიც დაბრუნდა საქართველოში და გახდა, ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად, რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან სიმბოლური, - აღნიშნა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები