გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ- სამოქალაქო საზოგადოების ახალი ინიციატივა
გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ- ახალ სამოქალაქო ინციატივას საზოგდოებისა და ხელოვანების დიდი ნაწილი უერთდება.
იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, აუცილებილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანში იყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, სიტყვის თავისუფლება, არ ხდებოდეს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაკავებები და არ გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები- ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ვრცელ მანიფესტშია მოყვანილი.
ევროპა არის ერთადერთი სწორი გზა განვითარების, განათელის მიღების. ეს არის ინსტიტუტები, რომლებიც გვაძლევენ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას.
ევროპული გზა არის ერთადერთი საშუალება სიმშვიდის და მშვიდად ცხოვრების- აცხადებს მუსიკოსი ნინონ ქათამაძე.
მანიფესტს უერთდებიან მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები. ისინი ღიად აცხადებენ, რომ რუსეთსა და ,,ქართულ ოცნებას" არ დაუთმობენ, საქართველოს მომავალი განსაზღვროს.