არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა - "ოცნებაში" პრეზიდენტის ინიციატივა დაიწუნეს
არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა - "ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილს ინიციატივა დაუწუნეს. მმართველი გუნდის წევრს ალუდა ღუდუშაურს მიაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს საკუთარი ნების გამოხატვა თავისუფლად ისედაც შეუძლია.
არ მგონია, რომ საკითხის სიღმისეულად შესწავლის გარეშე მთლად რელევანტური იყოს ეს საკითხი, რომ მხოლოდ ელექტრონული საკითხი არის ამ პრობლემის მოგვარებიდან დანახული გზა. ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს, მათ შორის, საზღვარგარეთ, აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ნება თავისუფლად გამოხატოს და მე ვფიქრობ, რომ ქალბატონის პრეზიდენტის ეს განცხადება მთალად საფუძვლიანი არ უნდა იყოს, რომ მხოლოდ ეს არა რის პრობლემა, - ამბობს ღუდუშაური.
პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირების ახალი საფუძველი ჩნდება. სალომე ზურაბიშვილი ელექტორნულ არჩევნებზე გადასვლას ითხოვს. მილიონზე მეტი ემიგრანტის არჩევნებში გამარტივებული წესით მონაწილეობაზე ოპოზიციის შემდეგ პრეზიდენტი დიასპორის ფორუმზე ალაპარაკდა. ფორუმს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ინიციტივა ირაკლი ღარიბაშვილისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.