რა გაკეთდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლით უკმაყოფილოა
რა ვერ გაკეთდა ქვეყანაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად - საათზე მეტია პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. ილია დარჩიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში "ქართულმა ოცნებამ" დაიბარა, ამიტომ მინისტრმა მხოლოდ მმართველი გუნდის კითხვებს უპასუხა.
მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე დაინტერესდა რა მოლოდინები აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაზეც დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ რეფორმების გატარების კუთხით საქართველო ბალკანეთის ქვეყნებს უსწრებს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ვადაზე ადრე მოახერხა კითხვარის შევსება. მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერტხმად მხადრაჭერა სჭირდება. საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის საჭირო პარალემტრებს და მზადაა მიიღოს ევროკავსირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრაბებიც. საქართველო რეფორმების განხორციელების მხრივ არა მხოლოდ უტოლდება, არამედ ბევრი მიმართულებით უსწრებს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, - თქვა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრის პასუხებით უკმაყოფილო დარჩა ოპოზიცია.
ვერ მოვისმინეთ თქვენგან არათუ ვერცერთ კითხვაზე პასუხი, არამედ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ნიშანი რაიმე პოლიტიკური მხარაჭერის ჩვენი ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით. სად არის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია?, - თქვა სამდაშვილმა.
სხდომაზე "ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა შარლ მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს. დეპუტატები ამბობენ, რომ ხელოსუფლება ჩავარდნების დამალვითაა დაკავებული და თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს ეს არა "ოცნების" ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი, იუტიციის, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრები "ქართულმა ოცნებამ" დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარა.