,,მადლობა, რომ გვირტყამთ" -პარლამენტთან კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა აქცია მიმდინარეობს

27.05.22 15:29
,,მადლობა, რომ გვირტყამთ" -პარლამენტთან კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა აქცია მიმდინარეობს

მადლობა, რომ გვირტყამთ, გვაჩუმებთ, თავისუფლება ნიკა გვარამიას - ასეთი ლოზუნგებით დახვდნენ პრემიერს პარლამენტთან კრიტიკული მედიის წარმომადგნლები.

თავისუფალი მედიის წარმომადგენლები ისევ ქუჩაში დგანან და ასე ცდილობენ, ხმა ირაკლი ღარიბაშვილს გააგონონ. მთავარი გზავნილი ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობაა.

კრიტიკული მედია ერთი წლის წინაც იდგა ქუჩაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ერთი წლის განმავლოვბაში მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა სიტუაცია.

ნელ-ნელა ჟურნალისტის პროფესია სულ უფრო სახიფათო ხდება ამ ქვეყანაში. ეს ძალიან სამწუხაროა და ზუსტად ჩვენ, მედიამ, ამ ჩვენი პროტესტით თუ არ ავიმაღლეთ ხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ეს სავალალო შედეგით დასრულდება. 

ზუსტად ვიცი, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან მალე მოუწევს ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება. 

წარმოუდგენელია, ქვეყანა, რომელიც თუნდაც დეკლარირებულად ამბობს, რომ ევროპისკენ მიდის, მას ციხეში ჰყავდეს დამოუკიდებელი,  არხის მენეჯერი და ამ დღეში ჰყავდეს მედია. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს, დარწმუნებული ვარ - განაცხადა ,,მთავარი არხის" ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები