რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ნიშნავს - პრემიერი
რუსეთისთის სანქციების დაწესევა ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ნიშნავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მმართველმა გუნდმა ინტერპელაციის წესით დაიბარა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, რუსეთში საქართველოს 1 მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც სანქციების მსხვრპლი გახდებოდნენ.
მე ჩემს პირველივე გამოსვლაში ვთქვი, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ არაფერს ისეთს, რაც შეეწინაღმდეგება ქვეყნის ეროვნლ ინტერესებს. მე მინდა გკითხოთ, თქვენ რომ გვიკიჟინებთ და მოგვიწოდებთ, რომ დაუწესეთ ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები რუსეთს. ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური უერთიერთობები, ჩენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე. აი, ამ ფონზე, სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე, ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე, რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს, - თქვა ღარიბაშვილმა.