ლოჟიდან თქვენ გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც მედიაშია - პაპუაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს

27.05.22 16:02
ლოჟიდან თქვენ გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც  მედიაშია  - პაპუაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომელთაც სხდომის დარბაზის ლოჟიდან საპროტესტო ბანერები ჰქონდათ გადმოფენილი.  შალვა პაპუაშვილმა მედიას ობიექტურობა დაუწუნა და მოუწოდა ჟურნალისტების ლოჟა დანიშნულებისამებრ გამოიყენონ. 

მინდა ჟურნალისტებს მივმართო, რომლებმაც ჟურნალისტების ლოჟიდან გადმოფინეს ბანერი. ძვირფასო ჟურნალისტებო, ის ლოჟა, სადაც თქვენ იმყოფებით, ეს არის ლოჟა განკუთვნილი ჟურნალისტებისთვის იმისთვის, რომ მაქედან აწარმოოთ ჟურნალისტური საქმიანობა. თქვენ რასაც აკეთებთ, სინამდვილესი თქვენ გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მედიაში არის. სამწუხაროდ, მედიის ნაწილი ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი. სწორედ ამით ხართ ახლა დაკავებული, რომ ქმნით ახალ ამბავს და არა აშუქებთ ახალ ამბავს. სიჩუმე ლოჟაში და კიდევ ერთხელ, თქვენ ამ შემთხვევაში ჟურნალისტების ლოჟით არა იმ პროფესიულ დანიშნულებით, რომლისთვისაც ის არის გამოყოფილი, - თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი, იუტიციის, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრები "ქართულმა ოცნებამ" დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარა.  პარალელურად, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობაში და მის გარეთ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მთავარი გზავნილები  სიტყვის თავისუფლება და ნიკა გვარამიას გათავისუფლება იყო. 

მსგავსი სიახლეები