7 ნაბიჯი EU-ს კანდიდატობის სტატუსის მისაღებად - ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგი

27.05.22 16:20
7 ნაბიჯი EU-ს კანდიდატობის სტატუსის მისაღებად - ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგი

7 ნაბიჯი  ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად - ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ხელისუფლების ოპონენტები 7 პუნქტიან გეგმას პრემიერ-მინისტრს გადასცემენ. 

7 ნაბიჯიანი ნუსხა ასეთია;

  • პირველი - ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში.
  •  
  • მეორე - საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მეორე და მესამე მოსმენით მიღება.
  •  
  • მესამე - შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა.
  •  
  • მეოთხე-  უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული უკრაინაში.
  •  
  • მეხუთე - მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას.
  •  
  • მეექვსე - ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა.
  •  
  • მეშვიდე - მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა-რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება ყველა მხარისთვის.

მსგავსი სიახლეები