ძალიან ბევრი რამის გამო ვარ გაბრაზებული - გიული ალასანია

27.05.22 17:44
ძალიან ბევრი რამის გამო ვარ გაბრაზებული - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა ,,ვივა მედში" გიული ალასანია მივიდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ ბევრი რამით უკმაყოფილოა, განსაკუთრებით კი იმ ფაქტით, რომ ისე ჩანს, თითქოს მიხეილ სააკაშვილით ყველა ნაწყენი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში. 

ძალიან ბევრი რამის გამო ვარ გაბრაზებული. ძალიან ხშირად მესმის, ტელევიზიებითაც, გადაცემებში, ,,მე კი არ ვიყავი მისი მომხრე", თურმე, არავინ არ იყო მისი მომხრე არასოდეს და არავინ იყო მისით კმაყოფილი, ამ ქვეყანაში მისით ყველა ნაწყენი აღმოჩნდა. 

საერთოდ ვარ ამ ვითარების გამო ნაწყენი, რაც მივიღეთ. ქვეყანაში საზოგადოება უნდა იყოს. მე სამწუხაროდ, ნაკლებად ვხედავ. - ამბობს გიული ალასანია.

გიული ალასანია უკმაყოფილოა იმ ფაქტითაც,  რომ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზა არ ინიშნება.

დრო გადის, ექსპერტიზა არ ინიშნება, დღეს სამუშაო დღეა. ველოდებოდი, რომ ვიღაცა შევიდოდა. არ ჩანს არავინ. მხოლოდ ეს ჩანს, რომ მიშა არ ჭამს  - აცხადებს გიული ალასანია.

მსგავსი სიახლეები