პირველად 12 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ წულუკიანმა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა შეწყვიტა
წულუკიანის ახალი სადამსჯელო ოპერაცია ამჯერად ლიტერატორების წინააღმდეგ - პირველად, თორმეტწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კულტურის მინისტრმა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა შეწყვიტა.
ირკვევა, რომ უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოხვდა ყველა სფერო გარდა ლიტერატურისა. ლიტერატორები წულუკიანის მხრიდან კულტურის სიძულვილის კიდევ ერთ გამოვლინებაზე საუბრობენ. ფიქრობენ, რომ ეს გამიზნული ქმედებაა და წიგნის ფესტივალს, რომელსაც არაერთი საერთაშორისო აღიარება ჰქონდა, მათ შორის ფრანქფურტშიც აღარ ჩატარდეს.