კაცს, რომელსაც ოჯახი ეძებდა, რუსთავის იზოლატორშია - 27 წლის ახალგაზრდას მკვლელობას ედავაბიან

28.05.22 13:17
 კაცს, რომელსაც ოჯახი ეძებდა, რუსთავის იზოლატორშია - 27 წლის ახალგაზრდას მკვლელობას ედავაბიან

პოლიციის განყოფილებიდან გამქრალი დაკავებული რუსთავის იზოლატორშია - 24 საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ 27 წლის ახალგაზრდის კვალს ოჯახმა და ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ მიაგნო. ირკვევა, რომ ახალგაზრდა მკვლელობის მუხლით დააკავეს. 

დაკავებული ძმამ მოინახულა, ის "პირველებს" ყვება რომ ინთიკამ კარაევი დაჭრილია. 

ცნობილია, რომ სისხლიანი გარჩევა სოფელ ვახტანგისში მოხდა. დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ  ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეზობელი ინთიკამ კარაევს თავს დაესხა და დაკავებული კი თავს იცავდა. 

ჩემი ძმა თავს იცავდა, მას მკვლელობის მუხლი არ ეკუთვნის. პირველი დაიჭრა ჩემი ძმა. ახლა გამოძიებაში სხვანაირად რომ ჩაწერონ, ესეც არ გამიკვირდაბა"- თქვა მან. 

 

მსგავსი სიახლეები