როგორ იგეგმებოდა რეპრესიები ივანიშვილის მონაწილეობით - ექსკლუზიური დოკუმენტები "ოცნების" დახურული თათბირიდან

28.05.22 21:07
როგორ იგეგმებოდა რეპრესიები ივანიშვილის მონაწილეობით - ექსკლუზიური დოკუმენტები "ოცნების" დახურული თათბირიდან

"ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგი ხმაურიანი ექსკლუზივი - "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც მთელი ეს პერიოდი "ქართული ოცნების" საცავში საგულდაგულოდ ინახებოდა. მოპოვებულია "ქართული ოცნების"  სხდომის ოფიციალური ოქმი - ახლა უკვე ფაქტებით დასტურდება, როგორ იგეგმებოდა რეპრესიები პირადად ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. 

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და გრიგოლ ლილუაშვილი - ეს სკანდალური დოკუმენტის და საიდუმლო შეხვდრის ფიგურანტების მხოლოდ ნაწილია. 5 გვერდიანი ოქმი რომელიც "შაბათის ეთერმა" " ქართულ ოცნების" ოფისიდან მოიპოვა,  2019 წლის 22 იანვრით თარიღდება.  

დოკუმენტი პირდაპირი მტკიცებულებაა, როგორი ტოტალური რეპრესიების მანქანად გადაიქცა ქართული ოცნება და როგორ იყენებენ საჯარო მოხელეებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად - სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 11 000 საჯარო მოხელე პროპაგანდაში უნდა ჩაერთოთ. 1600 საჯარო მოხელე კი სამსახურიდან გაეგდოთ. 

დოკუმენტებით დგინდება რომ ივანიშვილის პარტია მზად იყო პოსტზე დაებრუნებინა შარდის სკანდალის მთავარი გმირი, ციხიდან ახალი გამოსული თემურ აბაზოვი, იმისთვის, რომ ქვემო ქართლში პოზიციები შეენარჩუნებინა. 

მეტიც სკანდალური დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მიკროავტობუსის მგზავრობის ფასის გაძვირებაც ივანიშვილთან თანხმდება და სუსი ჩარევით წყდება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები