რა შემთხვევაში განიხილავს მმართველი ძალა ვადამდელ არჩევნებს?! - "ოცნების" გეგმა B
"შაბათის ეთერისთვის" ცნობილი ხდება, გეგმა, რომელზეც მმართველი პარტია მუშაობს - წყარო მმართველი პარტიიდან "ტვ პირველს" უყვება, რომ მმართველ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს.
ეს კი მაშინ მოხდება, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ევროკავშირში ასოცირების შეთანხმების დოკუმენტს ვერ მიიღებს.
ვადამდელ არჩევნებში ხელისუფლებას პოლიტიკური ნაღმი აქვს ჩადებული. ასეთ შემთხვევაში არჩევნები მოქმედი კანონით ჩატარდება. დღემდე მოქმედი რედაქციით, კი არჩევნები სრულად პროპორციული წესით მხოლოდ 2024 წელს ჩატარდება.
ამასთან, დაზუსტებული ინფორმაციით, მომავალ პარლამენტში დავით სერგეენკოს ვეღარ ვიხილავთ. დეპუტატმა თქვა, რომ მას პოლიტიკაში ყოფნა აღარ სურს.