"ბრძოლის ხაზი ახლა სწორედ მედიაზე გადის" - ზაალ უდუმაშვილი მედიაში ბრუნდება

29.05.22 17:19
"ბრძოლის ხაზი ახლა სწორედ მედიაზე გადის" - ზაალ უდუმაშვილი მედიაში ბრუნდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი, მედიაში ბარუნდება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ბრძლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი სწორედ მედიაზე გადის. 

მე ვთვლი და მე მგონი, მარტო არ ვარ ამ აზრში, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც ვითარდება მედიაში. ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძლის ველზე ვრჩები, თუმცა, ვიცვლი დისლოკაციის ადგილს, - განაცხადა უდუმაშვილმა. 

ზაალ უდუმაშილმა არ დააკონკრეტა, რომელ მედიაში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. 

მსგავსი სიახლეები