მესამე პრეზიდენტთან ექსპერტებს ისევ არ უშვებენ - ადვოკატები პენიტენციურს დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ
"ქართული ოცნება" სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს. ადვოკატებს არც მოსამართლის განჩინება გადაეცათ, ამიტომ დღეს დაპატიმრებული პრეზიდენტის უფლებადამცვლები სასამართლოში მივლენ და დოკუმენტის გადაცემას მოითხოვენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ პენიტენციური სასსახური დროს ხელოვნურად აჭიანურებს.
პენიტენციურმა სამსახურმა გამოიყენა ყველა ის ბერკეტი, რომელიც არსებობს ამ პროცესის გტაჭიანურებისთვის. უბრალოდ სამარცხვინო საქციელია. სასამართლო ერთის მხრივ ხელს იშვერს პენიტენციური სამსახურისკენ და ამბობს, რომ უკვე დაავალ, ხოლო პენიტენციური სამსახური ხელს იშვერს სასამართლოსკენ და ამბობს, რომ მათ არ მიუღიათ ჯერჯერობით წერილი სასამართლოდან. შესაძლებელი იყო მეორე დღესაც ანუ იმავე დღესაც გადმოცემა. სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით სასამართლო ვერ აღმოჩნდა სწრაფი და ეფექტური. შევეცდებით, რომ ექსპერტები კვლავ შევიყვანოთ და შეეცედბიან ექსპერტიზის ჩატარებას, - თქვა შოთა თუთბერიძემ.
ცენტრ "ემპათიას" მედიკოსები კლინიკა "ვივა-მედში" სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მივლენ. ჯერჯერობით უცნობია, შეუშვებენ თუ არა მათ მიხეილ სააკაშილთან ექსპერტიზის ჩასატარებლად.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.
ჩვენ ველოდებით სასამართლოს განჩინებას და შემდგომშ, რა თქმა უნდა, ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბება და დაიგეგმება ექსპერტიზის გახორციელება. ეს არის სასამართლო ექსპერტიზა, შესაბამისად, ალბათ მრავალი თემა იქნება კონფიდენციალური ექსპერტზისი დასკვნის დადებამდე. სამედიცინო დოკუემნტაციის შესწავლა მიმდინარეობს, ჯერჯერობით არ არის შესწავლილი ყველა დოკუმენტი. რაც შეეხება ცვლილებებს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ეს არის თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სწორედ ის ცვლილებები, რომელიც ჩვენს დასკვნაში ედკემბერში იქნა პროგნოზირებული და გორის ჰოსპიტალში გადაღებულ კატესა და ვივა მედში გადაღებულ კატებს მონაცემებს შორის არის გარკვეული სხვაობა, რაც მიუთითებს ნეგატიურ განვითარებაზე, - თქვა ჯიშკარიანმა.
პარალელურად "ვივა-მედში" მისვლას და პრეზიდენტის მონახულებას ექიმებიც აპირებენ.