პრეზიდენტი გამოჩნდა - სალომე ზურაბიშვილი ელჩებსა და არასამთავრობოებს ხვდება

30.05.22 11:38
პრეზიდენტი გამოჩნდა - სალომე ზურაბიშვილი ელჩებსა და არასამთავრობოებს ხვდება

სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა - პრეზიდენტი ამ წუთებში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და არასამთავრობო ორგფანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა, რომელიც ცნობილი სავარაუდოდ,  ერთ კვირაში გახდება.

ევროკავშირის ელჩს საქართველოში მოლოდინებზე საუბარი უჭირს.

ვფიქრობ, თემა, რომელზეც ვსაუბრობ, ყელაზე მნიშვნელოვანია. ეს არის უსაფრთხოება და ომი. რაც არ უნდა იყოს, ომის შედეგი უკვე ნათელია, რომ  მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ბოლო რამდენიმე კვირის მთავარი თემა კი არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწვერიანების შესახებ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინი.

მე ველი, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება იქნება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ დაიწყება დისკუსიები, ამიტომ არ დავიწყებ დეტალებში შესვლას და სპეკულაციებს.

რა გადაწყვეტილებას არ უნდა იყოს მიღებული, ერთი პრინციპული დასკვნა არის შემდეგი: არის დრო საქართელომ გააგრძელოს მუშაობა მთავარ საკითხებზე და ამაში იქნება მთავარი სიძლიერე. ყველამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის სურვილები და ინტერესები, - თქვა ჰარცელმა. 

შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლას გეგმავს. უცნობია იტყვის თუ არა ის რაიმეს "მთავარი არხის" დამფუძნებლის დაკავებაზე, თუმცა ამ დრომდე ზურაბიშვილი ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებდა. 

ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით მოზომილი აღმოჩნდა კარლ ჰარცელიც.

ნიკა გვარამიას საქმეზე იმაზე მეტს, რაც უკვე ვილაპარაკე, არ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ საქმეს, - თქვა ჰარცელმა. 

 

მსგავსი სიახლეები