მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გამორიცხული - კობახიძე
"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ უშვებს. გადაწყვეტილების შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადასაყვანად არავითარი განსაკუთრებული საჭიროება არ დგას.
საზღვარგარეთ გადაყვანა არის გამორიცხული. ყველანაირი საშუალება არსებობს საქართველოში იმისთვის, რომ განხორციელდეს მკურნალობა. არავითარი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს, არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, რა თქმა უნდა, არ არის, აქედან გამომდინარე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე თანასწორპბის პრინციპის დაცვით ზუსტად ისეთივე მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, მიუხედავდ იმისა, რომ მას ბევრად უფრო მძმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ვიდრე სხვა 9500 პატიმარს, - თქვა კობახიძემ.