"უნდა იცოდეს, საჯაროდ რა უნდა თქვას და რა არა" - კობახიძე ზურაბიშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

30.05.22 12:53
"უნდა იცოდეს, საჯაროდ რა უნდა თქვას და რა არა" -  კობახიძე ზურაბიშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. 

"თანამდებობის პირმა უნდა იცოდეს, საჯაროდ რა უნდა თქვას და რა არა"- უთხრა "პირველებს" მმართველი პარტიის ლიდერმა. 

ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც თქვა პრეზიდენტმა. პირველი, იმის გამო, რომ მისი ბრალდება  შინაარსობრივად იყო დაუსაბუთებელი და მეორე, 26 მაისის ღონისძებაზე რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას, ეს ჩვენ ვიცით და პრეზიდენტმაც, ბუნებრივია, უნდა იცოდეს.

როდესაც ოპოზიცია არგუმენტების გარეშე ბრალს სდებს სასამართლოს რაღაცაში, იმხელა პრობლემა არ არის, მაგრამ, როდესაც, არგუმენტების გარეშე, იგივეს იმეორებს პრეზიდენტი, ეს არის ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა". - აცხადებს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები