"ოცნება" მოსალოდნელი კრახის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს - სამადაშვილი

30.05.22 13:39
"ოცნება" მოსალოდნელი კრახის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს - სამადაშვილი

"ქართული ოცნება" მოსალოდნელი კრახის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს, - ასე შეაფასა "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ირაკლი კობახიძის სკანდალური განცხადება.

საუბარია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირისგან უარით ოპოზიციაა დაინტერესებული. 

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავად არის დარწმუნებული იმაში, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, სავარაუდოდ და სწორედ საკუთარი სრული კრახის მოლოდინში  აი, ამ პროცესში, გადაწყვიტა, რომ ჩართოს საკუთარი პიარ მანქანა და გადაბრალების პოლიტიკა დაიწყოს ოპოზიციის, არა მხოლოს ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობოების და სხვა მიმართულებებით გადაიტანოს ისრები. დღეს თუ ვინმე ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რომ არ მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს არის „ქართული ოცნება“, - თქვა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები