ვერ დაიჯერა „ქართულმა ოცნებამ“ ათი წლის თავზეც, რომ თვითონ არის ხელისუფლება - ხიდაშელი
ირაკლი კობახიძის სკანდალური განცხადებებს, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის უარი ოპოზიციის ბრალეულობა იქნება, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი,აფასებს.
ხიდაშელის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ათი წლის განმავლობაში ვერ გააცნობიერა, რომ მმართველი პარტიაა და ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობა" აღარ მართავს.
ვერ დაიჯერა „ქართულმა ოცნებამ“ ათი წლის თავზეც, რომ თვითონ არის ხელისუფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში, ათი წელია, ისინი არიან ხელისუფლებაში.
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ბრიუსელიდან, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვს პასუხს, - თქვა ხიდაშელმა.