თქვენ რომ შიმშილობთ, კარგად ხართ? - სააკაშვილის მკურნალი ექიმი ჟურნალისტებს

30.05.22 17:12
თქვენ რომ შიმშილობთ, კარგად ხართ? - სააკაშვილის მკურნალი ექიმი ჟურნალისტებს

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი "ვივა-მედში" ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცუდად არის. თამარ დავარაშვილმა, რომელიც კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა,  "პირველების" ყველა კითხვას არ უპასუხა, თუმცა მესამე პრეზიდენტის გაურესებული მდგომარეობა ვერ დამალა.  

"თქვენ რომ შიმშილობთ, კარგად ხართ?" - იკითხა მედიკოსმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. 

თამარ დავარაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ მის გარდა, მიხეილ სააკაშვლის ჯანმრთელობას კლინიკის სხვა ექიმებიც აკვირდებიან, რამაც ცხადყო, რომ მედიკოსს დაპატიმრებული პრეზიდენტის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს. 

მსგავსი სიახლეები