სააკაშვილის მოშორება კატეგორიულად გადაწყვეტილი აქვთ - გიული ალასანია
კლინიკა "ვივა-მედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მივიდა. ალასანია უკმაყოფილოა, რომ სასამართლოს განჩინება ექსპერტზისი ჩატარებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ აღსრულებულა.
ალასანია ასევე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლებას მისი შვილის თავიდან მოშორება სურს.
ჩვენთან ხომ სასამართლო დამოუკიდებელია, ჩვენს ქვეყანაში... ისე, როგორც ჩანს, ჩვენი მიზნებია განსხვავებული, იმიტომ, რომ ჩემი მიზანია, რომ გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე და ამის მიზანია, როგორც ჩანს, კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ როგორმე მოიშოროს თავიდან. ეს არის განსხვავება. რს ნიშნავს განჩინება გადაეცა? როგორც კი განჩინება გამოიცა, ის უნდა მაშინვე მიეცათ და უნდა აღსრულდეს, წესი ასეთია, - თქვა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიე დღის წინ გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.