სენაკის საკრებულო ოპოზიციური აღარ არის - ენმ-ს წევრმა თანამდებობა დატოვა

30.05.22 17:32
სენაკის საკრებულო ოპოზიციური აღარ არის - ენმ-ს წევრმა თანამდებობა დატოვა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სენაკის საკრებულოში ენმ-ს წევრის, ვახტანგ წურწუმიას,  ელექტრონული განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მითითებულია, რომ მან თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია ჟურნალისტებს საკრებულოს აპარატის უფროსმა დაუდასტურა. წურწუმიას ამ გადაწყვეტილებით  სენაკის საკრებულო ოპოზიციური აღარ არის, თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარული ოლქი კი მაჟორიტარის გარეშეა დარჩენილი. ამ ეტაპზე უცნობია, გაიმართება თუ არა შუალედური არჩევნები სენაკში, ოპოზიცია მიიჩნებს, რომ წურწუმიამ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო.

მსგავსი სიახლეები