რუსი ოლიგარქის რწმუნებული მთავრობის დელეგაციაში - რა სტატუსით იმყოფებოდა დავით ხიდაშელი პრემიერთან ერთად იორდანიაში

31.05.22 11:29
რუსი ოლიგარქის რწმუნებული მთავრობის დელეგაციაში - რა სტატუსით იმყოფებოდა დავით ხიდაშელი პრემიერთან ერთად იორდანიაში

რუსი ოლიგარქის რწმუნებული მთავრობის ოფიცალური დელეგაციის შემადგენლობაში დააფიქსირეს. ირკვევა, რომ იორდანიაში ვიზიტის დროს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა. ის ოფიციალურ მიღებაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომელიც თავად პრმეიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელა. 

დავით ხიდაშელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის,  ვლდიმერ ევტუშენკოვის კომპანიების მმართველი და ბიძინა ივანიშივლის სკადანალური საუბრების ერთ ერთი მთავარი ფიგურანტია. მისი სახელი გახმაურებულ "კარტოგრაფების" საქმეშიც ფიგურირებს. 

ვინ ჩასვა ოლიგაქრის რწმუნებული  პრემიერის, სუს-ის ხელმძღვანელის და თავდაცვის მინისტრის შემადგენლობაში, მთავრობა განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე ამბობს, რომ დელეგაციის სრულ შემადგნელბას არ იცნობს, თუმცა თვლის, რომ ამ შეხვედრაში უფრო მნიშვნელოვანი ორი ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობაა. 

დელეგაციის შემადგენლობაში ვიცი, რომ არიან მინისტრები, მაგრამ დელეგაციის სრულ შემადგენლობას არ ვიცნობ. აქ ამაზე კი არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ აქცენტები, უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩენს განსაკუთრებულ სტრატეგიულ პარტნიორთან, ისრაელტან ურთიერთობებზე, სადაც მტყავრობის მეთაურს დელეგაციასთან ერთად ჰქონდა შეხვედრები ყევლა უმაღლეს პირთან და ეს შეხვედრები წარიმარტა ძალიან კონსტრუქციულად, - ამბობს მიქანაძე. 

ოპოზიცია კი ირქმუნება, რომ ამგვარი ქმედებებით ხელისუფლება სურს, საქართველო რუსეტთნ პირისპირ მარტო დატოვოს და ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე ქვეყანამ უარი მიიღოს. 

გვინდა ევროპისკენ, გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად ხომ ამას ამბობს „ქართული ოცნება“, და რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ბიზნესმენებთან ერთად დადიან ამ გადამწყვეტ მომენტში რაღაცა ვიზიტებში. ძალიან სამწუხაროა. ეს მიუთითებს იმას, რომ მათ რეალურად უნდათ საქართველო პირისპირ მარტო დარჩეს რუსეთთან და ჩვენ მივიღოთ უარი ევროკავშირისგან, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი  გიორგი ვაშაძე.

თეოლოგი ლელა ჯეჯელავა ამბობს, რომ რელიგიურ ვიზიტებზე, როგორც წესი, ბიზნესმენები არ იმყოფებიან ხოლმე. მისი თქმით, დავით ხიდასელის მთავრობნოს დეგელაციის შემადგენლობაში ყოფნა გარკვეულ კითხვებს აჩენს. 

ბიძინა ივანიშვილის ანდერძი, როცა ის პოლიტიკდან წავიდა, მან საგანგებო მადლობა გადაუხადა დავით ხიდაშელს, სხვათაშორის, ძალიან არაკონტექსტუალურად იმ წერილიდან, რამაც მაშინვე გააჩინა გარკვეული საფუძველი და ვარაუდი იმისა, რომ დავით ხიდაშელი მომავალში კიდევ რაღაც გარკვეულ როლს ითამაშებდა ამ ქვეყანაში. გასაგებია ახლა რა როლი შეიძლება ჰქონდეს დავით ხიდაშელს მომავალშ საქართველოს ცხოვრებაში: მხოლოდ ის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა. დელეგაციაში სადაც არის პრემიერ-მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი ამ დროს ხვდება რუსეთის ფსბ-თან დაკავშირებული ბიზნესმენი , ეს უკვე ძალიან დიდ კითხვებს ბადებს, - ამბობს ჯეჯელავა. 

 

მსგავსი სიახლეები