"ბორჯომის" ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

31.05.22 11:57
"ბორჯომის" ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

ხელფასების 25%-ით მატება,  50 გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნება - კომპანია "ბორჯომის" ქარხანაში დასაქმებულები გაიფიცნენ.

400-მდე თანამშრომელი ერთხმად ამბობს, რომ სამუშაო ადგილებს იქამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ირკვევა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესბეული სანქციების შემდეგ, ქარხნის მფლობელმა თანამშორმლების ნაწილი სამსახურიდან   გაუშვა, ნაწილს კი ხელფასები  რეკორდულად შეუმცირა.

მსგავსი სიახლეები