ბრიუსელში ორ ქართულ ოპოზიციურ პარტიას შევხვდი, ორივე კატეგორიულად ითხოვდა კანდიდატის სტატუსის მიღებას - კრამონი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ "ქართული ოცნებას" პასუხობს და ამბობს, რომ ბრიუსელში ბოლო კვირებში ორი ოპოზიციური პარტიის წევრებს შეხვდა და ორივე მათგანი საქართფველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიიღებას ითხოვდა.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირში, ბრიუსელში შევხვდი საქართველოს ორ ოპოზიციურ პარტიას - "ლელოს" და გახარიას "საქართველოსთვის". ორივე კატეგორიულად ითხოვდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოსთვის, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგან "ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზს მაღლა დგას", - წერს კრამონი.