პოლიციელის შეურაცხყოფა იქნება დასჯილი - ირაკლი ღარიბაშვილი

31.05.22 12:31
პოლიციელის შეურაცხყოფა იქნება დასჯილი - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიციელის შეურაცხყოფა იქნება დასჯილი - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხზე კომპრომისს არ დაუშვებს. ღარიბაშვილმა ამ შემთხვევაშიც ოპოზიცია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ  შეურაცხმყოფელ გამოთქმებს ოპონენტები ხშირად იმეორებენ.

არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ასეთი არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომელზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები