საქართველოსთვის პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ველოდები - რიკარდ იოზვიაკი
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სავარაუდოდ ვერ მიიღებს - ამის შესახებ "ტვ პირველს" "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.
რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, განიხილოს პოტენციური კანდიდატის სტატუსის მონიჭება.
მე არ ველოდები პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს ძალიან რთული იქნება და ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ქვეყნები ახლა დააკვირდებიან, რა შეფასება გექნებათ ევროკომისიის მიერ დაახლოებით ერთ კვირაში. რთულია ჯერ გამოიცნო, მაგრამ ევროკავშირმა შესაძლოა, განიხილოს პოტენციური კანდიდატის სტატუსის მონიჭება. ასეთი რამ არსებობს და შესაძლებელია. ეს სავარაუდოდო გამყარებული იქნება კონკრეტული პირობებით. მხარდაჭერა შესამჩნევია ცენტრალური ევროპის ნაწილში. დასავლეთში და სამხრეთ ევროპაში მცირე მხარდაჭერა გაქვთ.
საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს გაყინული კონფლიქტი რუსეთთან. ის ვერ აკონტროლებს საკუთარი ტერიტორიის ნაწილს. აქვს შიდა პოლიტიკური თუ სამართლებრივი პრობლემები და ეს ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ არ მოქმედებს. დასავლეთ ევროპა კრიტიკულია. თუკი ვინმეს დარწმუნება დაგჭირდებათ, ეს, პირველ რიგში, საფრანგეთი და დანიაა. ისინი კრიტიკულად არიან გაფართოების მიმართ განწყობილი“. - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
რიკარდ იოზვიაკი ცნობილია მისი სანდრო წყაროებით ევროკავშირში. ის იყო პირველი, ვინც 2014 წელს წინასწარ დაანონსა, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიიღებდა.