"ეს კრიტიკა არ იყო" - ვახტანგ გომელაური პრეზიდენტის მწვავე განცხადებაზე
ფემიციდისა და ქალთა ძალადობის შესახებ პრეზიდენტის მწვავე განცხადებას შს მინისტრი გამოეხმაურა. ვახტან გომელაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ის არ გაუკრიტიკებია.
საუბარია, განცხადებაზე, რომელიც პრეზიდენტმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა და სადაც თქვა, რომ ფემიციდის კუთხით შსს-ს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
ეს კრიტიკა არ იყო, მან რამდენიმე ფაქტზე გააკეთა აქცენტი. მე კრიტიკად არ ვთვლი. დარეგულირებულია ძალიან მაღალ დონეზე ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ძალიან მაღალ დონეზეა გადმოტანილი. პოლიციის დღეს კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. ეს ცრუ ბრალდებებია, მაგასაც გავუსვი ხაზი, რომ უხერხულია, - თქვა გომელაურმა.