მთავარი ევროკომისიის დასკვნა იქნება და არა ის კრიტიკული განცხადებები, რომელიც საქართველოში კეთდება - იოზვიაკი
მთავარი ევროკომისიის დასკვნა იქნება და არა ის კრიტიკული განცხადებები, რომელიც საქართველოში კეთდება - ამის შესახებ "ტვ პირველს" "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.
რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და არა კონკრეტული პარტიის პოლიტიკაზე.
თუ ვსაუბროობთ ხელისუფლებებზე და მათი პოლიტიკური საქმიანობის გავლენებზე, ხელისუფლებები მოდიან და მიდიან. პოლიტიკური სიტუაცია, რა თქმა უნდა აისახება, თუმცა ეს არ იქნება გადამწყვეტი, რადგან გადაწყვეტილება დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუქტურაზე და არა კონკრეტული პარტიის პოლიტიკაზე. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს აქვს კრიტიკული პოზიცია მართლმსაჯულების სისტემის, ოპოზიციის პრობლემების და მედიის თავისუფლების გამოწვევების შესახებ საქართველოში და ეს, რა თქმა უნდა, არ დაეხმარება საქართველოს. მე ვიცი, რომ კრიტიკული განცხადებები კეთდება ყოფილი დიპლომატებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან. ეს სამწუხაროა, თუმცა ასეთი განცხადებები, საბოლოოდ, მაინც ვერ ახდენს გავლენას საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მთავარი ევროკომისიის დასკვნა იქნება, რომელსაც ევროპის დედაქალაქებში განიხილავენ“. - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
რიკარდ იოზვიაკი ცნობილია მისი სანდრო წყაროებით ევროკავშირში. ის იყო პირველი, ვინც 2014 წელს წინასწარ დაანონსა, რომ საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიიღებდა.